Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
როსტომ აბაშიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1959 წელს და ამავე ინსტიტუტის ასპირანტურა. მუშაობდა: "ინჟმშენის" მესამე ტრესტში; საგარეჯოს აგურის ქარხნის დირექტორად; სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის წყალსადენის მთავარი სამმართველოს უფროსად; საქართველოს ნაკრების უფროს მწვრთნელად ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში; 1957–1964 წლებში იყო სსრკ ნაკრების წევრი; 1957 წელს გახდა ახალგაზრდობის III საერთაშორისო მეგობრული სპორტული თამაშების ჩემპიონი (მოსკოვი); არის მსოფლიოს (1958, 1962, 1963) და სსრკ სამგზის (1957, 1960, 1962) ჩემპიონი. კლასიკური ჭიდაობა. 2015 წლის 20 თებერვალს "ფალავანთა კლუბის" წინ გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი და საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა. ინჟინერ-მშენებელი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.24; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1. -თბ., 1975. -გვ. 21; ცნობილი და უცნობი პოლიტექნიკოსები/ დავით გურგენიძე.- თბ.,2020.- გვ. 24 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |