Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნიკოლოზ აბაშიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ხონი. სწავლობდა ხონის გიმნაზიაში 1907–1917 წლებში. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ჩააბარა ვარშავის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სამედიცინო ფაკულტეტზე. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1924 წელს. 1926–1935 წლებში იყო ბათუმის შავი ჭირის საწინააღმდეგო სადგურის, რკინიგზის ლაბორატორიის და პორტის კარანტინის უფროსი, აჭარის მთავარ საავადმყოფოში ლაბორატორიის და პასტერის ქვესადგურის გამგე. 1935–1952 წლებში მუშაობდა თბილისის ბაქტერიოფაგის ინსტიტუტში. მისი ხელმძღვანელობით დაიწყო ინსტიტუტის ახალი შენობის მშენებლობა 1936 წელს. 1941 წლიდან იყო ბაქტერიოფაგის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, 1952–1965 წლებში საქართველოს რესპუბლიკის სერიოლოგიური ლაბორატორიის მთავარი ექიმი. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო შრომები და მონოგრაფიები. მკვლევარისა და მწერლის მარიამ კიკნაძე-აბაშიძის მეუღლე. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მეორე რანგის სამხედრო ექიმი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.24 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |