Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ტასო აბაშიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ქალთა გიმნაზია. პროფესიული განათლება მიიღო პარიზში, ედ. შავანის მუსიკისა და დეკლამაციის სასწავლებელში. სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1899 წელს თბილისის ქართულ დრამატულ დასში(სადებიუტო როლი მაშო, ნ. აზიანის "ფული და ხარისხი"). 1921 წლიდან იყო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობი. 1926–1927 წლებში მოღვაწეობდა ჭიათურის და საქართველოს სხვადასხვა თეატრებში. 1934-1948 წლებში იყო კ. მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი. შესრულებული აქვს შემდეგი როლები: გაიანე(ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), ნუცა(ვ. გუნიას "აღლუმი"), ბეატრიჩე(უ. შექსპირის "აურზაური არაფრის გამო"), დირინა(მოლიერის "ტარტიუფი"), ჟიზეფი(ბაიარისა და ვანდერბურხის "პარიზელი ბიჭი"). მონაწილეობდა ოპერეტებსა და საოპერო სპექტსკლებში, მღეროდა კარმენის(ბიზეს "კარმენი"), ქერუბინოს (მოცარტის "ფიგაროს ქორწინება"), ბეტინას(ოდრანის "მასკოტა"), პერიკოლას(ოფენბახის "მოჭიკჭიკე ჩიტები"–"პერიკოლა") არიებს. იყო საუკეთესო ტრავესტი. ვასო აბაშიძისა და მაკო აბაშიძე–საფაროვას ქალიშვილი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.25; burusi.wordpress.com Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |