Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ქაიხოსრო აბაშიძე![]()
Biographyქაიხოსრო აბაშიძე იყო სოლომონ–ის ბიძა, ლევან აბაშიძის შვილი. იმერეთის სამეფოს გავლენიანი თავადი, სოლომონ I-ის მოწინააღმდეგე ხრესილის ბრძოლაში. სოლომონ I-მა შეიწყნარა და ერთხანს იმერეთში ცხოვრობდა. 1768 წელს ოსმალეთში გაიქცა. 1784 წელს, როცა იმერეთში ტახტის პრეტენდეტთა შორის ბრძოლა ატყდა, თურქეთის მთავრობა შეეცადა იმერეთში ქაიხოსრო გაემეფებინა. ოქტომბერში ოსმალთა მრავალრიცხოვანი ჯარით იმერეთისაკენ დაიძრა, მაგრამ ამ დროს იმერეთის ტახტზე დავით გიორგის ძე იჯდა და ქაიხოსროს გეგმა ჩაიშალა. 1790 წელს კვლავ ახალციხეშია, ახლა იმერეთის ყოფილ მეფეს დავით II-ს დაუახლოვდა და მისი გამეფებისათვის იბრძვის. XIX საუკუნის დამდეგს ქაიხოსრო ციციანოვის მხედრობაში ჩანს. დაიღუპა ერევანთან ბრძოლაში. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.25
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |