The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქაიხოსრო აბაშიძე

დაბადების თარიღი:17??
გარდაცვ. თარიღი:1805
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

ქაიხოსრო აბაშიძე იყო სოლომონ–ის ბიძა, ლევან აბაშიძის  შვილი. იმერეთის სამეფოს გავლენიანი თავადი, სოლომონ I-ის მოწინააღმდეგე ხრესილის ბრძოლაში. სოლომონ I-მა შეიწყნარა და ერთხანს იმერეთში ცხოვრობდა. 1768 წელს ოსმალეთში გაიქცა. 1784 წელს, როცა იმერეთში ტახტის პრეტენდეტთა შორის ბრძოლა ატყდა, თურქეთის მთავრობა შეეცადა იმერეთში ქაიხოსრო გაემეფებინა. ოქტომბერში ოსმალთა მრავალრიცხოვანი ჯარით იმერეთისაკენ დაიძრა, მაგრამ ამ დროს იმერეთის ტახტზე დავით გიორგის ძე იჯდა და ქაიხოსროს გეგმა ჩაიშალა. 1790 წელს კვლავ ახალციხეშია, ახლა იმერეთის ყოფილ მეფეს დავით II-ს დაუახლოვდა და მისი გამეფებისათვის იბრძვის. XIX საუკუნის დამდეგს ქაიხოსრო ციციანოვის მხედრობაში ჩანს. დაიღუპა ერევანთან ბრძოლაში.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.25


გააზიარე: