შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირაკლი ხმალაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი 2005 წელს; 2015 წელს - CAC ფინანსური მენეჯმენტის კურსი. 2003-2005წწ. - შპს იურიდიული ფირმა "MJO", იურისტი; 2005-2008წწ. - ენერგეტიკის სამინისტრო, იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი; იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი / წამყვანი სპეციალისტი; 2008-2013წწ. - ენერგეტიკის სამინისტრო, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი; 2011 წლიდან - "საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ლექტორი; 2013-2017წწ. - ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე (საპარლამენტო მდივანი); 2017-2021წწ. - თბილისის ვიცე-მერი. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.437; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია: tbilisi.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |