Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნათელა თურქია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1953 წელს. 1954–1955წწ. იყო გროზნოს ოლქის ქ. გუდერმესის რაისაავადმყოფოს მეან–გინეკოლოგი; 1958–1959წწ. საქ. სოც. უზრუნველყოფის სამინისტროს სამკურნალო ექსპერტიზისა და პროტეზირების ექიმი–ინსპექტორი; 1959–1968წწ. ჯანდაცვის სამინისტროს ონკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ექსპერიმენტული კიბოს ლაბორატორიის მეცნიერ–თანამშრომელი; 1968–1969წწ. ამავე ინსტიტუტის ექსპერიმენტული ქიმიოთერაპიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1969–1977წწ. ექსპერიმენტული კიბოს ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1977 წლიდან ხელმძღვანელობდა ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის ქიმიური კანცეროგენეზის ლაბორატორიას. 1994 წლიდან – შეთავსებით ჰემობლასტოზების განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 116 სამეცნიერო ნაშრომის და 51 საავტორო მოწმობის. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. ონკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ოვარიალური ციკლის ჰორმონების გავლენა სარძევე ჯირკვლის კიბოს ინდუქცირებაზე", დაიცვა 1967 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.126; წიგნი ღირსებისა: ტ. 2 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 1997. - გვ.86 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |