The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბესიკ იაშვილი

ბესიკ იაშვილი
Date of birth:17 April, 1929
Date of death:16 February, 2021  (at 91 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1953 წელს.

1953–1961წწ. იყო რუსთავის საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ორდინატორი, სისხლის გადასხმის განყოფილების გამგე, რუსთავის სისხლის სამსახურის დაარსების მთავარი ინიციატორი; 1961–1974წწ. სისხლის გადასხმის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1974–1984წწ. დამწვრობის რესპუბლიკური ცენტრის ხელმძღვანელი; 1984 წლიდან ახლად შექმნილი თერმულ დაზიანებათა და პლასტიკური ქირურგიის ცენტრის დირექტორი. ავტორია 115 სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 8 საკანდიდატო დისერტაცია. მის სახელს უკავშირდება საქართველოში კომბუსტიოლოგიური დარგის დაარსება. არის ერთ–ერთი დამფუძნებელი აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "დამწვრობის მკურნალობა სისხლის ადგილობრივი გამოყენებით", დაიცვა 1962 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ჰემოსტაზური ჰომეოსტაზის დარღვევის მნიშვნელობა მიკროცირკულაციის პათოლოგიასა და მეორადი ნევროზების წარმოშობაში დამწვრობითი დაავადების დროს, მათი პროფილაქტიკა და მკურნალობა", დაიცვა 1985 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.127; პრაიმტაიმი: primetime.geწიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.108

Member of Organizations

  • მედიკო–ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, წევრი
  • სამხედრო სამედიცინო აკადემია, წევრი
  • სოციოლოგიური აკადემია, ნამდვილი წევრი

Awards and Honors

  • 2015 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1999 - ღირსების ორდენი
    მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ჯანდაცვის სისტემის რეორიენტაციის პროცესში აქტიური მონაწილეობისათვისა და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის
  • 1986 - ოქტომბრის რევოლუციის ორდენი
  • 1981 - საპატიო ნიშნის ორდენი

Share: