Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით იაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სწავლობდა მოსკოვის N2 სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე 1971–1973 წლებში, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1977 წელს. 1978–1979წწ. იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საავადმყოფოს ნევროლოგიური განყოფილების ექიმი; 1979–1982წწ. ამავე განყოფილების გამგე; 1982 წლიდან რკინიგზის ნ. კახიანის სახელობის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ნევროლოგიური განყოფილების გამგე. ავტორია 12 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება საძილე არტერიებში სისხლის სიჩქარის და ტვინის ფუნქციონალური აქტივობის ურთიერთკავშირს. ნევროპათოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ნერვული სისტემის ცვლილებები შორეულ პოსტოპერაციულ პერიოდში საძილე არტერიების ექსტრაკრანიალური ნაწილების მაოკლუზირებელი დაზიანების დროს", დაიცვა 1985 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.128 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |