The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თაისი იმნაძე

Date of birth:2 December, 1938
Date of death:September, 2007  (at 68 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1960 წელს.

1960–1964წწ. მუშაობდა ჩოხატაურში; 1964–1965წწ. იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მეანობა გინეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი; 1965–1968წწ. ლენინგრადის მეანობა–გინეკოლოგიის საკავშირო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი; 1968–1976წწ. საქართველოს რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს მეანობა–გინეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი; 1976 წლიდან ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის სწავლული მდივანი. ავტორია 23 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება გინეკოლოგიის საკითხებს. იყო ინსტიტუტის მიერ ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩატარებული საკავშირო, რესპუბლიკური, საერთაშორისო ღონისძიებების საორგანიზაციო კომიტეტების წევრი, ხელმძღვანელობს ორდინატორებისა და ასპირანტების მომზადებას. მეან–გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "О взаимосвязи маточно-пласентарного и пупочно-плацентарного кровообращения", დაიცვა 1970 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.130


Share: