შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე ინაური![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ხაშური. დაამთავრა ჩრდილო - ოსეთის ორჯონიკიძის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1971 წელს. 1971–1974წწ. იყო ხაშურის რკინიგზის საავადმყოფოს ექიმი - ქირურგი; 1974–1988წწ. თბილისის სამედიცინო აკადემიის ტოპ. ანატომიისა და ოპერატიული ქირურგიის კათედრის ასისტენტი; 1988–1995წწ. ამავე კათედრის დოცენტი; 1995 წლიდან აღნიშნული კათედრის გამგე, პროფესორი. ავტორია 80 სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები, არის 2 სადოქტორო და 6 საკანდიდატო დისერტაციის ხელმძღვანელი; ტოპოგრაფ - ანატომი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ვარიკოცელეს ქირურგიული მკურნალობის ექსპერიმენტული საფუძვლები", დაიცვა 1984 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "მგზენტერიული სისხლის მიმოქცევის მოშლა", დაიცვა 1993 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.131; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.257 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |