The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ინგოროყვა

გიორგი ინგოროყვა
დაბადების თარიღი:8 დეკემბერი, 1950  (73 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1973 წელს.

1972–1973წწ. იყო ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ექიმი–ინტერნი; 1973–1979წწ. რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ნეიროქირურგიული განყოფილების ექიმი–ნეიროქირურგი; 1979–1987წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ნეიროქირურგიის კურსის ასისტენტი; 1987 წელს ამავე კურსის დოცენტი; 1994 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ნეიროქირურგიის კურსის ხელმძღვანელი. ავტორია 40 სამეცნიერო ნაშრომის. ნაშრომთაგან 7 გამოქვეყნებული აქვს საზღვარგარეთ. არის სამი საკანდიდატო თემის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ოპერაციის შემდგომი თავის ტვინის შეშუპების კლინიკუირი თავისებურებანი", დაიცვა 1987 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.131

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ექიმთა ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს ნეიროქირურგთა საზოგადოება, წევრი

გააზიარე: