The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



აბდულა–ბეგი

Legal name:არჩილი
Date of birth:17??
Date of death:17??
Category:Nobleman, Royalty

Biography

აბდულა–ბეგი(არჩილი) იყო ქართლის მეფის იესეს და ერეკლე I–ის ასულის ელენეს ძე. ქართლის სამეფო ოჯახის პრეტენდენტი. 1735 წელს სპარსელებმა ჯერ გორის, შემდეგ კი თბილისის ნაიბად(გამგებელი) დანიშნეს. 40–იანი წლების დამდეგს თბილისში მჯდომი ირანელი ხანის მრჩეველი იყო. 1744 წელს საუფლისწულოდ გადასცეს ქვემო ქართლი. 1747 წელს  თეიმურაზ II ირანს გაემგზავრა და ქართლის მმართველობა ერეკლე II–ს დაავალა, ხოლო აბდულა–ბეგი დამხმარედ დაუტოვა. აბდულა ბეგმა გამეფება მოინდომა, გამაგრდა თავის რეზიდენციაში–სამშვილდის ციხეში, დამხმარედ მიიწვია დაღესტნელი მოთარეშენი, მიიმხრო თბილისის ციხეში მყოფი ყიზილბაშები და ერეკლე II–ს შეებრძოლა. ერთწლიანი ბრძოლა აბდულა–ბეგის დამარცხებით დამთავრდა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.26


Share: