The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით დონდუა

დავით დონდუა
Date of birth:12 July, 1959  (64 years)
Category:Geographer, Diplomat, Public official, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი, სოციალური და ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1981 წელს; 1994 წელს იმყოფებოდა დიპლომატიურ სასწავლო კურსებზე ნატოს თავდაცვის კოლეჯში (იტალია) და უსაფრთხოების სწავლებისა და თავდაცვის ეკონომიკის ჯორჯ მარშალის ცენტრში (გერმანია).

1981-1993წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1988-1993წწ. დირექტორის მოადგილე და გეოგრაფიის მასწავლებელი, თბილისის №6 გიმნაზია; 1993-1994წწ. საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის ნატოსა და განიარაღების სამმართველოს პირველი მდივანი; 1994-1996წწ. ამავე დეპარტამენტის და ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილე, შემდეგ სამმართველოს უფროსი; 1996-1998წწ. საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორი; 1994-1998წწ. ნატოსთან თანამშრომლობის სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის აღმასრულებელი მდივანი; 1998-2000წწ. აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში საქართველოს საელჩოში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი; 2001-2006წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნატოში, საქართველოს მისიის ხელმძღვანელი; 2000-2005წწ. ნატოსთან საქართველოს წარმომადგენელი; 2006 წელს საგარეო საქმეთა სამინისტროში საგანგებო დავალებათა ელჩი, საერთაშორისო უსაფრთხოებისა და პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის დირექტორი; 2006-2008წწ. პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორი; 2006 წლიდან საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევების ცენტრის მოწვეული ლექტორი; 2008-2012წწ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი; 2008-2018წწ. მოწვეული ლექტორი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი; 2009 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოწვეული ლექტორი; 2010 წლიდან ასოცირებული პროფესორი, თბილისის ღია უნივერსიტეტი; 2011-2012წწ. კავკასიის უნივერსიტეტი; 2012 წლიდან თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტში და აგრეთვე საგარეო საქმეთა სამინისტროს სასწავლო ცენტრში მოწვეული ლექტორი; 2012-2014წწ. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე; 2014 წელს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი; 2014-2015წწ. წელს დაინიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ; 2015-2018წწ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე; 2018-2020წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში, მუდმივი წარმომადგენელი ეუთოსა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში; 2020 წლიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთის და სერბეთი რესპუბლიკებში; არის ორი კოლექტიური მონოგრაფიისა და 20-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი (2001).

წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.71

Member of Organizations

  • საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების სამეცნიერო საბჭო, წევრი (2010-)
  • საქართველოს ზეპირსიტყვიერი ისტორიის ასოციაცია, დამფუძნებელი წევრი (2017-)

Share: