შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ დანელია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ფოთი. დაამთავრა მოსკოვის რკინიგზის სატრანსპორტო ინჟინერთა ინსტიტუტი 1928 წელს. 1932 წელს მუშაობა დაიწყო მოსკოვის მეტროს მშენებლობაზე შახტის უფროსად; 1951 წლიდან იყო მოსკოვის მეტროს მშენებლობის მთავარი ინჟინერი, მშენებლობის უფროსის მოადგილე; ასევე მუშაობდა სსრკ სატრანსპორტო მშენებლობის სამინისტროში; დიდი წვლილი მიუღვის თბილისის მეტროს მშენებლობაში; მისი ხელმძღვანელობით წამყვანი სპეციალისტების ჯგუფმა დაადგინა თბილისში მეტროს მშენებლობის მიზანშეწონილობა; არის II მსოფლიო ომის მონაწილე; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.310 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |