შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ დანელია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: მარტვილის რაიონი, სოფელი ლეხაინდრავო. დაამთავრა ამიერკავკასიის საინჟინრო–მელიორაციის ინსტიტუტი 1931 წელს. 1932-1938წწ. მუშაობდა მოსკოვში ჰიდროტექნიკურ და მელიორაციულ სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად; 1938-1945წწ. ნოლირსკის სამთო მეტალურგიულ კომბინატში; 1942 წლიდან იყო ამ კომბინატის წყალმომარაგების პროექტის ავტორი და მთავარი ინჟინერი; 1945-1948წწ. ბულაჩაურის წყალსადენის სისტემის მშენებლობის მთავარი ინჟინერი; 1948-1961წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს ჰიდროტექნიკურ და მელიორაციულ სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტის ჰიდროტექნიკურ ლაბორატორიას; 1962-1976წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდრავლიკურ და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა კათედრის გამგე; 1976 წლიდან გარდაცვალებამდე ამავე ინსტიტუტის ჰიდრავლიკის და ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის კათედრის გამგე; მისი შრომები უმთავრესად ეხება წყალმიმღებ ნაგებობათა მშენებლობის საკითხებს; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; ჰიდროტექნიკოსი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1959), პროფესორი (1960). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.310 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |