The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სერგი დანელია

სერგი დანელია
Date of birth:27 October, 1888
Date of death:2 March, 1963  (at 74 years)
Burial location:დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Literary scholar, Scientist, Educator, Philosopher

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ნაჯახაო, მარტვილის რაიონი. 

დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორია–ფილოლოგიის ფაკულტეტის ფილოსოფიური განყიფილება 1911 წელს.

1911–1912წწ. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ხერსონის, 1912-1914წწ. ფოთის, 1914-1915წწ. მიხაილოვის(ახლანდ. ხაშური), 1915-1917წწ. ახალციხის გიმნაზიებში; ასწავლიდა რუსულ ენასა და ლიტერატურას, ლათინურსა და ისტორიას; 1927 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შემოიღეს რუსული ლიტერატურის ისტორიის კურსი, რომლის წაკითხვაც მას დაევალა; 1922 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ისტორიის კათედრაზე მიიწვიეს ფილოსოფიის დისციპლინათა მასწავლებლად; 1933-1947წწ. ხელმღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსული ლიტერატურის ისტორიის კათედრას; 1949 წელს ბრალად დასდეს კოსმოპოლიტობა და უნივერსიტეტიდან დაითხოვეს; 1954 წელს მუშაობა დაიწყო ფილოსოფიის ინსტიტუტში მეცნიერ თანამშრომლად, შემდეგ უნივერსიტეტში რუსული ენის მასწავლებლად; ფილოსოფიური კვლევის ძირითადი სფერო იყო ანტიკური ფილოსოფიის წინასოკრატული ხანა; მისი ნაშრომი "ნარკვევები XIX საუკუნის რუსული ლიტერატურის ისტორიიდან" (1936) გასული საუკუნის რუსული ლიტერატურის ისტორიის პირველი სისტემური კურსია ქართულ ენაზე(4 გამოცემა); ცალკეული გამოკვლევები მიუძღვნა ა. პუშკინის, ა. გრიბოედოვის, მ. ლერმონტოვის, ნ. გოგოლის, ი. ტურგენევის, ლ. ტოლსტოისა და სხვა რუსი მწერლების შემოქმედებას; მის შრომებში მოცემულია რუსული ლიტერატურის ზოგიერთი თვალსაჩინო ძეგლის ორიგინალური ფილოსოფიურ–სოციოლოგიური ინტერპრეტაცია; თარგმნა გ. ლაიბცინის "მონადოლოგია" (1940), არისტოტელეს "პოეტიკა" (1944), დეკარტის "მეტაფიზიკური განაზრებანი" (1955); ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი (1927), პროფესორი (1930).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.311

Awards and Honors

  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე

Bibliography


Share: