The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გრიგოლ ვაშაძე

გრიგოლ ვაშაძე
Date of birth:19 July, 1958  (66 years)
Category:Diplomat, Public official, Politician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ქ. მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი, საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი 1981 წელს.

1981-1988წწ. საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო ორგანიზაციების განყოფილება, შემდგომ, კოსმოსის და ბირთვული შეიარაღებების განყოფილება; 1988-1990წწ. დიპლომატიური აკადემიის ასპირანტი; 1990-2008წწ. დაკავებული იყო კერძო ბიზნესით და ხელმძღვანელობდა თავის დაარსებულ კომპანიებს: "Georgia Arts Management" და "Gregory Vashadze and BR"; 2008 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე; იმავე წელს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი; 2008-2012წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. 2018 წლის ივლისში გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებზე წამოაყენა კოალიცია "ძალა ერთობაშიამ". მან პირველ ტურში მოაგროვა ხმების 37.73%, ხოლო მეორე ტურში 40.48% და დაიკავა მეორე ადგილი; საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.

წყარო: საქართველოს პარლამენტია ვებგვერდი: parliament.ge

Member of Organizations

  • პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", თავმჯდომარე (2019-2020)
  • პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭო, წევრი (2017-2020)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2020-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის კულტურის კომიტეტი (2021-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, წევრი (2021-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "რეფორმების ჯგუფი", წევრი (2021-2021)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი", წევრი (2021-2023)

Awards and Honors

  • 2012 - ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი

Share: