The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თამარ ბერუჩაშვილი

თამარ ბერუჩაშვილი
Date of birth:9 April, 1961  (63 years)
Category:Diplomat, Public official, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ქ. მოსკოვის პ. ლუმუმბას სახ. ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტის  ფიზიკა-მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, უცხო ენათა ფაკულტეტი(ფრანგული ენა) 1985 წელს; ინდიანას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო და შედარებითი ურთიერთობების ფაკულტეტი, საჯარო ადმინისტრირების მაგისტრი (MPA) (ბლუმინგტონი, ინდიანა, აშშ) 1998 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის ასპირანტურა, კვალიფიკაცია - ეკონომიკის დოქტორი 2006 წელს.

1986-1990წწ. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, ი. ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1990-1992წწ. საქართველოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი; 1992-1994წწ. საქართველოს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სახელმწიფო კომიტეტის ევროკავშირის ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამა ტასისის (TACIS) საკოორდინაციო ბიუროს ადმინისტრატორი; 1994-1996წწ. საქართველოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტროს ევროკავშირის ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამა ტასისის (TACIS) საკოორდინაციო ბიუროს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე; 1997 წელს დოქტორ ზბიგნევ ბზეჟინსკის ოფისი, ანალიტიკოსი (ვაშინგტონი, აშშ); 1998 წელს საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების  მინისტრის მოადგილე; 1998-2000წწ. ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი; 2000 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას (თსუ, Gipa, ილიას უნივერსიტეტი). 2000-2003წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე; 2003-2004წწ. სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, საქართველოს სახელმწიფო კანცელარია; 2004 წელს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში; 2004-2011წწ. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე; 2011-2012წწ. ვიცე-პრემიერის, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მთავარი მრჩეველი; 2012-2013წწ. ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე; 2013-2014წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე; 2014-2015წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი; 2016-2020წწ. დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილო ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი; 2022 წლიდან რუმინეთში საქართველოს ელჩად დაინიშნა. საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი. 

წყარო: liberali.geდამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.45; netgazeti.ge


Share: