The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



აბიბოს ნეკრესელი

აბიბოს ნეკრესელი
Date of birth:5??
Date of death:5??
Burial location:სათვროს მონასტერი, მცხეთა
Category:Religious leader, Saint

Biography

აბიბოს ნეკრესელი იყო საეკლესიო მოღვაწე, ერთი ასურელ მამათაგანი. საქართველოში მოვიდა სირიიდან VI სააუკუნის II ნახევარში. თავდაპირველად ზედაზნის მონასტერში მოღვაწეობდა დიაკვნად, შემდეგ ნეკრესის საეპისკოპოსო კათედრას განაგებდა. ეწეოდა ფართო მისიონერულ მოღვაწეობას: გააქრისტიანა არაგვისპირის მთიელი კახელები, ებრძოდა ირანის ოფიციალურ რელიგიის–ზოროასტრიზმის გავლენას, მოსპო ნეკრესის ტაძრის მახლობლად სპარსთა საგზებელი(წყლით ჩააქრო რიტუალური ცეცხლი), რისთვისაც შეიპყრეს და მარზაპანის  ბრძანებით სოფელ რეხში ქვით ჩაქოლეს, ხოლო გვამი მხეცებს მიუგდეს. დასაფლავებულია სამთავროში(მცხეთა). ცეცხლთაყვანისმცემლობის წინააღმდეგ  იდეურ ბრძოლაში აბიბოს ნეკრესელი ემყარებოდა ანტიკურ ფილოსოფიას, კერძოდ, ოთხი ელემენტის თეორიას, რომლის თანახმად, სამყარო წარმოიქმნა ცეცხლის, წყლის, მიწის და ჰაერისაგან. ეს თეორია აბიბოს ნეკრესელის შეხედულებებში შერწყმულია ქრისტიანულ წარმოდგენასთან ღმერთზე, როგორც შემოქმედზე. აბიბოს ნეკრესელის შეხედულებები ანტიკურ ფილოსოფიისა და  ქრისტიანული მოძღვრების შეერთების ცდაა. ქართულ წყაროს შემოუნახავს მარზაპანის წინაშე სასამართლოზე  აბიბოს ნეკრესელის მიერ წარმოთქმული სიტყვა, რომელსიც ეხება ქრისტიანული რელიგიის უპირატესობას და ცეცხლის ღმერთად აღიარების უაზრობას. ამ სიტყვიდან ჩანს ფილოსოფიურ–თეოლოგიური აზროვნების მაღალი დონე იმ დროის საქართველოში. ქრისტიანობის გავრცელება–განმტკიცებისათვის  აბიბოს ნეკრესელის მოღვაწეობამ ხელი შეუწყო ქართველთა ეროვნული შეგნების ამაღლებას, იდეოლოგიური ნიადაგი მოუმზადა სპარსელ დამპყრობელთა უღლისაგან  ქართველთა განმათავისუფლებელ ბრძოლებს. აბიბოს ნეკრესელის ეროვნული ღვაწლი ქართველობამ დააფასა ჯერ კიდევ ძველ დროს. ცნობები აბიბოს ნეკრესელის ცხოვრების შესახებ ჩართულია სხვა ასურელი მამების ცხოვრების ტექსტებში. ცალკე თხზულებას აბიბოს ნეკრესელზე, რომელიც შედგენილი ყოფილა VI-VII საუკუნეებში, ჩვენამდე არ მოუღწევია. შემორჩენილია ქართლის კათალიკოსის არსენ I დიდის მიერ ამ თხზულების საფუძველზე  შედგენილი აბიბოს ნეკრესელის "ცხოვრების" ტექსტი. აბიბოს ნეკრესელი საგანგებოდ არის მოხსენიებული "ქართლის სხოვრებაში", კერძოდ ლეონტი მროველისა და ჯუანშერის თხზულებებში. ამასთან, ძველადვე დაუწესებიათ აბიბოს ნეკრესელის ხსენების დღე მცხეთაში, მის სამარხ ეკლესიაში.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.29


Share: