Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი აბრამიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი. დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1940 წელს. მუშაობდა ფოთის, ბორჯომის, თბილისის თეატრებში. იყო შოთა რუსთაველის სახელმწიფო თეატრის მსახიობი. ბორჯომის სახელმწიფო თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. 1948 წელს დაამთავრა ა. ლუნაჩარსკის სახელობის თეატრალური ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტთან არსებული რეჟისორთა დახელოვნების კურსები. 1948–1950 და 1968–1970 წლებში მუშაობდა თელავის თეატრის მთავარ რეჟისორად. 1950–1952 წლებში იყო მესხეთის(ახალციხე) თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი, 1952–1968 წლებში იყო გორის თეატრს რეჟისორი 1970–1975 წლებში მთავარი რეჟისორი. სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა ზუგდიდის, ცხინვალის თეატრებს. შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ივანე(გ. ერისთავის "გაყრა"), ყვარყვარე(პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"), შაჰ–აბასი(ი. ვაკელის "გიორგი სააკაძე"). დადგმული აქვს სპექტაკლები: ო. ბალზაკის "დედინაცვალი", კ. გოლდონის "ორი ბატონის მსახური", ა. ჩხაიძის "ხიდი", ვ. კანდელაკის "მაია წყნეთელი", რ. მამულაშვილის "თორტიზელი ქალიშვილი", ლოპე დე ვეგას "ცეკვის მასწავლებებლი". წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.32 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |