შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვანიონ (ვალერიან) დარასელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კახათი, ზუგდიდის რაიონი. დაამთავრა ბათუმის ჰუმანიტარული ტექნიკუმი 1927 წელს; როსტოვის პედაგოგიური ინსტიტუტი 1940 წელს. მისი ლექსები და მოთხრობები იბეჭდებოდა ქართულ პრესაში; 1934 წელს გამოაქვეყნა პირველი კრებული "ჩემი ტყვია და ჩემი ლექსები"; 1935 წლამდე მსახურობდა წითელ არმიაში; მისი შემოქმედების მთავარი თემაა სამოქალაქო და II მსოფლიო ომების ჰეროიკა, რომელთაც მიუძღვნა მოთხრობები: "მაშინ", "მეკვლე", "ქარი", "ნავარდი", "ბალადა", "უცხოელ ჯარისკაცებზე", რომანი – "ჩემი შვილი", პოემა – "რუსული გული"; მას ეკუთვნის აგრეთვე პოემა – "კიკვიძე" (1953), რომელიც დაიდგა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწფო აკადემიურ და თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრებში; იდგმებოდა მისი სხვა პიესებიც: "გამახარე", "უფროსი ძმა", "ოცნება"; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ბელეტრისტი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.317 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |