Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
აბრაჰამ I (საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი)![]()
Biographyაბრაჰამ I (აბრამი) იყო საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი 1280–1310 წლებში, ადრე მეფის ჯვრისმტვირთველი, პოლიტიკური მოღვაწე. დემეტრე II თავდადებულისა და დავით VIII-ის თანამედროვე. მან დემეტრე II–ს მოუწონა გმირული გადაწყვეტილება, ნებით წასულიყო მონღოლთა(ჰულაგუიანების) ურდოში, რომ საქართველოსათვის აეშორებინა მონღოლთაგან აოხრება. დარბაზის სხდომის დროს, სადაც მეფის წასვლა წყდებოდა, აბრაჰამ I–მა პატრიოტული სიტყვით მიმართა მეფეს და განაცხადა, რომ თუ ის თავს დადებდა ერისათვის, ეპისკოპოსნი იტვირთებდნენ მის ცოდვებს და შერაცხავდნენ წმინდანად. იგი ურდოში თან ახლდა დემეტრე II-ს და ქვეყნისათვის წამებული მეფის ცხედარი მალულად საქართველოში ჩამოასვენა. მანვე აკურთხა მეფედ დავით VIII. აბრაჰამ I ოთხჯერ მონაწილეობდა მეტად რთულ და სახიფათო ელჩობაში. დავალებული ჰქონდა დაეზავებინა მონღოლთა წინააღმდეგ აჯანყებული დავით VIII და ყაზან-ყაენის მიერ საქართველოს ასაოხრებლად წარმოგზავნილი ხუტლუბუღა. მონღოლებმა ელჩობის ზოგი მონაწილე მოკლეს. შეთანხმება ვერ მოხერხდა. აბრაჰამ I-ის შესახებ ცნობები დაცულია მისი თანამედროვე ანონიმი ჟამთააღმწერლის(XIV ს.) თხზულებაში ("ქართლის ცხოვრება"ტ. 2, თბილისი, 1959). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.32
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |