შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კალენიკე აბულაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი სიმონეთი, თერჯოლის რაიონი. დაამთავრა ს. კიროვის სახელობის სამხედრო-სამედიცინო აკადემია 1925 წელს. 1932 წლამდე მუშაობდა სამხედრო ექიმად ამიერკავკასიაში, 1932 წლიდან იყო ლენინგრადში ექსპერიმენტული მედიცინის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი, შემდეგ კი განაგებდა ამავე ინსტიტუტის უმაღლესი ნერვული მოქმედების პათოლოგიის ლაბორატორიას. აკადემიკოს ივანე პავლოვის ხელმძღვანელობით შეისწავლა უმაღლესი ნერვული მოქმედების ფიზიოლოგიის კანონზომიერებანი, კერძოდ, ყნოსვის, სმენისა და მხედველობის რეცეპტორების მოშლით გამოწვეული ნერვული პროცესების დარღვევა ტვინის ქერქში. შეიმუშავა პირობითი და უპირობო ცრემლდენისა და ნერწყვის გამოყოფის გამოკვლევის ორიგინალური მეთოდები. მონაწილეობდა საბჭოთა კავშირ-ფინეთისა და დიდ სამამულო ომებში. დაჯილდოებულია ორდენებითა და მედლებით. ფიზიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.37 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |