შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ძაგან აბულეთისძე![]()
ბიოგრაფიაძაგან აბულეთისძე იყო კახეთის დიდგვაროვანი ფეოდალი XII საუკუნის I მეოთხედში. იბრძოდა დავით აღმაშენებლის ცენტრალისტური პოლიტიკის წინააღმდეგ. მეფის ლაშქართან ერთ-ერთ ბრძოლაში დამარცხებულმა შიომღვიმის მონასტერს შეაფარა თავი. მონასტერმა იგი მეფეს გადასცა. დავით აღმაშენებელმა აბულეთისძის სახლს ჩამოართვა გიორგი II–ის მიერ ნაწყალობევი ზედაზნის ციხე, მუხრანი და შიომღვიმის მონასტერს გადასცა. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.37
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |