შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ძაგან აბულეთისძე![]()
ბიოგრაფიაძაგან აბულეთისძე იყო კახეთის დიდგვაროვანი ფეოდალი XIII საუკუნის შუა წლებში. კახეთის თეძმის პატრონი, ერისთავთერისთავის ივანე აბულეთისძის შვილი. ჰყავდა შვილები–ივანე და ლიპარიტი, შვილიშვილი ყარა–ბულა, ბიძა გიორგი და ბიძაშვილი ივანე. 1258 წელს მონაწილეობდა ბაღდადზე მონღოლთა ლაშქრობაში, საიდანაც დიდი ნადავლით დაბრუნდა. ნადავლის ნაწილით იყიდა სოფელი ანგროინი(შესაძლოა ახლანდელი ანგრევანი) და შიომღვიმის მონასტერსშესწირა, სადაც შეიქმნა მისი სამწირველო. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.37
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |