შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვალერი კვარაცხელია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. წალენჯიხა. დაამთავრა კალინინის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1984 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის "სპეცფაკულტეტი" - ბიზნესის უმაღლესი სკოლა 1992 წელს. 1984-1986წწ. ქ. ფსკოვის საოლქო საავადმყოფოს ექიმი-ორდინატორი; 1986-1989წწ. ქ. წალენჯიხის რაიონული საავადმყოფოს ექიმი-ქირურგი, ქ. ზუგდიდის რესპუბლიკური საავადმყოფოს ტრავმატოლოგიური განყოფილების ექიმი-ტრავმატოლოგი; 1989-1992წწ. კურორტ "სქური"-ს მთავარი ექიმი; 1992-1995წწ. კონცერნ "საქკურორტი", პრეზიდენტი; 1995-1999წწ. "საქკურორტბანკი", დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2004-2010წწ. ფარმაცევტული კომპანია "სახალხო აფთიაქი"-ს დამფუძნებელი პარტნიორი და გენერალური დირექტორი; 2010-2014წწ. ფარმაცევტული კომპანია "სახალხო აფთიაქი"-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; 2014-2017წწ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე; 2017 წლიდან "საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი" პრეზიდენტი. 2017 წლის 15 დეკემბრიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელარუსის რესპუბლიკაში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.,2015.-გვ. 199; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო: belarus.mfa.gov.ge; დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.95 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |