The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო ბერძული

ნინო ბერძული
დაბადების თარიღი:25 ნოემბერი, 1973  (51 წლის)
კატეგორია:ექიმი, თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი,  სამკურნალო საქმე 1996 წელს; ემორის უნივერსიტეტი (ატლანტა, აშშ), 2004 წელს; ოსლოს უნივერსიტეტი (ნორვეგია), საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორანტი, კანდიდატი 2016 წელს.

1997-2002წწ. ქ. ქუთაისის N2 სამშობიარო სახლი, მეან-გინეკოლოგი; 2003-2004წწ. ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის  ცენტრი, მეცნიერ-თანამშრომელი(ატლანტა, აშშ); 2004-2006წწ. ჯეი-ეს-აის კვლევებისა და სწავლების ინსტიტუტი, დირექტორის მოადგილე, ქალთა ჯანმრთელობის პროგრამა(თბილისი); 2006-2009წწ. USAID ევროპისა და ევრაზიის რეგიონალური რეპროდუქციული ჯანმრთელობის პროგრამა, დირექტორი(ვაშინგტონი, აშშ); 2009-2013წწ. ჯეი-ეს-აის კვლევებისა და სწავლების ინსტიტუტი, უფროსი ტექნიკური მრჩეველი(ვაშინგტონი, აშშ); 2013-2015წწ. USAID დედათა და ბავშვთა და  რეპროდუქციული ჯანმრთელობის პროგრამა, დირექტორი, ჯეი-ეს-აის კვლევებისა და სწავლების ინსტიტუტი(თბილისი); 2015 წლიდან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე. გამოქვეყნებული აქვს 12 სამეცნიერო სტატია, მონოგრაფია და სხვა სამეცნიერო პუბლიკაცია. 

წყარო: netgazeti.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2004 - ემორის უნივერსიტეტის დელტა-ომეგა ორდენი (ემორის უნივერსიტეტი, აშშ), საუკეთესო აკადემიური მიღწევებისათვის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრინციპების დანერგვასა და მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისათვის

გააზიარე: