The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თენგიზ აბულაძე

თენგიზ აბულაძე
Date of birth:31 January, 1924
Date of death:6 March, 1994  (at 70 years)
Burial location:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
Category:Politician, Filmmaker, Screenwriter

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

1943–1946 წლებში სწავლობდა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე. დაამთავრა საკავშირო  კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1953 წელს.

თ. აბულაძის სადიპლომო ნამუშევარია კინონარკვევი "დიმიტრი არაყიშვილი". მას შემოქმედების ადრეულ წლებში კინორეჟისორ რეზო ჩხეიძესთან ერთად გადაღებული აქვს დოკუმენტური ფილმები "ჩვენი სასახლე" (1953), "ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი" (1954) და მხატვრული ფილმი "მაგდანას ლურჯა" (ეკატერინე გაბაშვილის მოთხრობის მიხედვით, 1955). თენგიზ აბულაძის კინოფილმებია: "სხვისი შვილები" (1958), "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" (1962), "ვედრება" (1967), "სამკაული ჩემი სატრფოსათვის" (1972), "ნატვრის ხე" (1976), "მონანიება" (1984). გადაღებული აქვს დოკუმენტური ფილმები: "სვანური ჩანახატები" (1965), "მუზეუმი ღია ცის ქვეშ"("დაღესტანი", ტელეფილმი, 1972). თ. აბულაძე 1974 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში, ამავე წლიდან იყო კინოსტუდია "ქართული ფილმის" პირველი შემოქმედებითი გაერთიანების სამხატვრო ხელმძღვანელი; 1992-1994წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "მშვიდობა", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; არის არაერთი საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული და ლაურეატი: ედინბურგის X საერთაშორისო კინოფესტივალი, პირველი პრემია ფილმისათვის "მაგდანას ლურჯა" (1956), კანის IX საერთაშორისო კინოფესტივალი, მთავარი პრიზი "ოქროს რტო" ფილმისათვის "მაგდანას ლურჯა" (1956), აზიისა და აფრიკის ქვეყნების საერთაშორისო კინოფესტივალის (ტაშკენტი), დიპლომი ფილმისთვის - "სხვისი შვილები" (1958), ჰელსინკის საერთაშორისო კინოფესტივალი, ფინეთის ჟურნალისტთა და კინომატოგრაფისტთა კავშირების დიპლომები ფილმისთვის–"სხვისი შვილები" (1959), პორეტა-თერმის (იტალია) საერთაშორისო კინოფესტივალი "ვერცხლის ნეადა", II პრემია ფილმისათვის–"სხვისი შვილები" (1960), ლონდონის პრემირებული ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალი, დიპლომი ფილმისთვის–"სხვისი შვილები" (1960), ბრატისლავის საერთაშორისო კინოფესტივალი, პირველი ხარისხის დიპლომი ფილმისთვის "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" (1964), თეირანის საერთაშორისო კინოფესტივალი, პრემია ფილმისთვის – "სხვისი შვილები" (1965), სან-რემოს საავტორო ფილმების XVII საერთაშორისო კინოფესტივალი, მთავარი პრემია "გრან-პრი" ფილმისათვის–"ვედრება" (1974); 1977 - თეირანის VI საერთაშორისო კინოფესტივალი, ჟიურის სპეციალური პრიზი "ოქროს ჯიხვი" საუკეთესო რეჟისურისათვის ფილმისთვის – "ნატვრის ხე" (1977), რიგის X საკავშირო კინოფესტივალი, მთავარი პრიზი და დიპლომი ფილმისთვის – "ნატვრის ხე" (1977), 1978 - კარლოვი-ვარის XXI საერთაშორისო კინოფესტივალი, პრიზი ფილმისთვის – "ნატვრის ხე" (1977), ჩეხოსლოვაკია-სსრკ მეგობრობის საზოგადოების პრემია, ფილმისთვის – "ნატვრის ხე", იტალიის საერთაშორისო კონკურსი, პრემია დონატელოს "დავითი" ფილმისთვის–"ნატვრის ხე" (1979), კაბურგის (საფრანგეთი) რომანტიკული ფილმების I საერთაშორისო კინოფესტივალი, კინოპრესის საერთაშორისო ფედერაციის პრემია "ფიპრესი" ფილმისთვის – "ნატვრის ხე" (1983), 1987 - ჰეუგესუნის საერთაშორისო კინოფესტივალი, პრიზი  ფილმისთვის –"მონანიება" (1987), კანის მე-40 საერთაშორისო კინოფესტივალი, მთავარი ჟიურის სპრეციალური პრიზი ფილმისთვის – "მონანიება" (1987), მე-40 საერთაშორისო კინოფესტივალი, კინოპრესის საერთაშორისო ფედერაციის პრემია "ფიპრესი" ფილმისთვის – "მონანიება" (1987), 1987 - ჩიკაგოს საერთაშორისო კინოფესტივალი, პრიზი ფილმისთვის – "მონანიება" (1987), მე-40 საერთაშორისო კინოფესტივალი, კათოლიკური ეკლესიის ჟიურის პრიზი ჰუმანიზმისათვის ფილმისთვის – "მონანიება" (1987), 1988 - იტალიის კინემატოგრაფისტთა ეროვნული ასოცია, პრემია საუკეთესო საზღვარგარეთული ფილმისათვის - "მონანიება" (1988). კინორეჟისორი.  

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.35; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: old.parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/ კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.138

Member of Organizations

  • საქართველოს უმაღლესი საბჭოს X მოწვევა, დეპუტატი
  • საქართველოს უმაღლესი საბჭოს XI მოწვევა, დეპუტატი
  • საქართველოს უმაღლესი საბჭოს XV მოწვევა, დეპუტატი
  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის გამგეობა, მდივანი (1976-)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1994)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის კულტურის კომისია, წევრი (1992-1994)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "დემოკრატიული კავშირი", წევრი (1993-1994)
  • საქართველოს უმაღლესი საბჭოს IX მოწვევა, დეპუტატი

Awards and Honors

  • 1994 - ღირსების ორდენი
  • 1988 - ლენინური პრემია
    ტრილოგიისთვის – "ვედრება", "ნატვრის ხე", "მონანიება"
  • 1986 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ორდენი
  • 1980 - სსრკ სახალხო არტისტი
  • 1979 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, ფილმისათვის–"ნატვრის ხე"
  • 1976 - ორდენი "თავდადებული შრომისთვის"
  • 1976 - შრომის წითელი დროშის ორდენი
  • 1972 - დაღესტნის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • 1971 - შრომის წითელი დროშის ორდენი
  • 1967 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1966 - საპატიო ნიშნის ორდენი

Share: