შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გრიგოლ გიორგაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თერჯოლა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი 2001 წელს; კოლუმბიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა(ნიუ იორკი, აშშ) 2004 წელს. 2000-2001წწ. Amnesty International, თბილისის სტუდენტური ჯგუფის კოორდინატორი, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში; 2000-2002წწ. თბილისის 67-ე საშუალო სკოლა, მასწავლებელი; 2000-2004წწ. კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი, ადვოკატი, გამგეობის წევრი, სოციალურ საკითხთა და ანტიკორუფციული ჯგუფის ხელმძღვანელი; 2001 წელს "თბილისის მერიის ბავშვთა უფლებების დაცვის საქალაქო ცენტრი", იურისტი; 2002 წელს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების საზოგადოებრივი კონტროლის მუდმივმოქმედი კომისიის წევრი; 2003-2004წწ. მანჰეტენის იურიდიული სამსახური, სტაჟიორი(ნიუ იორკი, აშშ); 2003-2005წწ. თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტი, საარჩევნო სამართლის, ადმინისტრაციული სამართლისა და კონსტიტუციური სამართლის ლექტორი; 2004 წელს შსს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის ქვეგანყოფილების უფროსი; 2004-2005წწ. საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია, ტრენერი, ექსპერტ-იურისტი; 2005-2006წწ. "ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი", ადვოკატი, ტრენერი-ექსპერტი; 2014 წლიდან აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ლექტორი; 2006-2008წწ. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გამოძიებისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი; 2008-2010წწ. შპს "ბი-დი-ჯი ლიგალი", პარტნიორი ადვოკატი; 2008-2012წწ. შპს "ბი-დი-ჯი არბიტრაჟი", არბიტრი; 2009-2012წწ. შპს "ტელეიმედი" - იურიდიული სამსახურის უფროსი; 2012-2014წწ. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე; 2014-2018წწ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე. 2018-2019წწ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მინისტრის მოადგილე. 2020-2021წწ. შპს "სამთომაშველის" დირექტორი. 2020-2021წწ. შპს "აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის" დირექტორი. 20.04.2021 წლიდან საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე. სამინისტროს საპარლამენტო მდივანი. წყარო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო: mod.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |