The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თეიმურაზ იოსელიანი

თეიმურაზ იოსელიანი
Date of birth:31 July, 1947  (76 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1971 წელს.

1971–1973წწ. იყო ბათუმის რკინიგზის საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ექიმი–ორდინატორი; 1973–1989წწ. თბილისის ე. ფიფიას სახელობის რკინიგზის საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ექიმი–ორდინატორი, ენდოსკოპიური განყოფილების ხელმძღვანელი; 1990 წლიდან სხივური და ინტერვენციული დიაგნოსტიკის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ენდოსკოპიური განყოფილების ხელმძღვანელი და ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე. გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. ქირურგი–ენდოსკოპისტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კუჭის რეზექციის შემდგომი უახლესი პერიოდის გართულებების ენდოსკოპიური დიაგნოსტიკა და მკურნალობა", დაიცვა 1995 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.132; აკად. ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრი: clinicalmedicine.ge

Member of Organizations

  • საქართველოს რენტგენოლოგთა ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს ქირურგთა ასოციაცია, წევრი

Share: