შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლია იოსელიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1956 წელს. 1957 წელს მუშაობდა ტყიბულის ბავშვთა საავადმყოფოში; 1957–1958წწ. წყალტუბოს ბაგა–ბაღში; 1958–1960წწ. მარნეულის რაისაავადმყოფოს ბავშვთა განყოფილებაში; 1960–1967წწ. თბილისის მე–19 ბავშვთა პოლიკლინიკაში; 1967–1969წწ. თბილისის ჩვილბავშვთა N1 სახლში; 1969–1981წწ. პედიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის საორგანიზაციო–მეთოდური განყოფილების გამგედ; 1981 წლიდან ამავე განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელია. ავტორია 38 სამეცნიერო ნაშრომის. გამოქვეყნებული აქვს მეთოდური რეკომენდაციები. მისი ხელმძღვანელობით დაცულია ერთი საკანდიდატო დისერტაცია. პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ორგანიზებული და არაორგანიზებული ასაკის ბავშვთა ჯანმრთელობის მდგომარეობა და განვითარების მაჩვენებლები", დაიცვა 1983 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.132 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |