Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
აზიზ აგრბა![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ყულანურხვა, გუდაუთის რაიონი. დაამთავრა სოხუმის დრამატული სტუდია 1934 წელს. 1935–1936 წლებში სწავლობდა მოსკოვის ა. ლუნაჩარსკის სახელობის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე. 1931 წელს სოხუმის თეატრის აფხაზური დასის მსახიობია. 1936–1938წწ. იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრთან არსებული დრამატული სტუდიის აფხაზური სექციის მსახიობი. 1939–1963წწ. იყო სოხუმის აფხაზური თეატრის მთავარი რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. შესრულებული აქვს შემდეგი როლები: სეიდიყი (მ. ლაკერბაის "დანაყაი"), კელეში (გ. გულიას "შავი სტუმრები"), ანანია (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), ბათაყვა (გ. გაბუნიას "მზის ამოსვლის წინ"), ესოპე (გ. ფიგეირედუს "ესოპე"), რაშიდი (ს. ჭანბას "მუჰაჯირები"), იაგო (უ. შექსპირის "ოტელო"), ყვარყვარე (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"). დადგმული აქვს სპექტაკლები: ნ. პოგოდინის "კრემლის კურანტები" (1959), უ. შექსპირის "ოტელო" (1941), გ. გულიას "შავი სტუმრები"(1951), ვ. აგრბას "გამარჯვება", ს. ჯოპუასა და ა. ხუათლანძიას "თაგვი ბეღელში" (1958), ნ. პოგოდინის "კრემლის კურანტები" (1959) და სხვ. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.45; ხელოვნების კალენდარი თეატრი, მუსიკა, კინო. -თბ., 1992 .- გვ.72-73; kino-teatr.ru Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |