შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამაზ მარსაგიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფ. კარკუჩა, ყაზბეგის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1973 წელს. 1973-1974წწ. - 1978-1986წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1986 წლიდან უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1985 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის რ. დოღონაძის სახ. თეორიულ კვლევათა ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 2006 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; იმავე წლიდან დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი; 2007 წლიდან რაფიელ აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი. 130-ზე მეტი სემეცნიერო ნაშრომისა და 9 ქართული, 1 აშშ-ის, კანადისა და ინდოეთის პატენტების ავტორია. 2013-2017წწ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე. არის 10 საერთაშორისო სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი ან თანამონაწილე. წყარო: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო: mes.gov.ge; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.549 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |