The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გენო ადამია

გენო ადამია
Date of birth:8 March, 1936
Date of death:28 September, 1993  (at 57 years)
Burial location:საბურთალოს სასაფლაო, თბილისი
Category:Military Person, Hero of Georgia

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სენაკი.

სწავლობდა მოსკოვის პოლიგრაფიული ინსტიტუტის ფილიალში, საიდანაც 1956 წლის 9 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით გარიცხეს. 1957–1991 წლებში მუშაობდა ქუთაისში, გაგრაში, კრასნოდარში, სოხუმში სამრეწველო საწარმოებში და სამშენებლო ობიექტებზე. 1991 წლიდან იყო აფხაზეთში ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური მონაწილე, ხოლო ე. წ. აფხაზეთის კონფლიქტის დაწყების შემდეგ–სახალხო ლაშქრის რაზმების ერთ–ერთი ორგანიზატორი. 1992 წლის აგვისტოდან საქართველოს რეპუბლიკის შეიარაღებული ძალების 23–ე მექანიზებული ბრიგადის მეთაურის მოადგილე იყო, 1992 წლიდან მეთაური. აფხაზეთის ომის(1992–1993) მონაწილე. 1993 წლის წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის შემდეგაც კი უარი თქვა დანებებაზე. მცირე ძალებით იგი განაგრძობდა სეპარატისტებისათვის წინააღმდეგობის გაწევას. დაიღუპა ბრძოლაში, კელასურის ხიდზე, 28 სექტემბერს. 1993 წლის ნოემბერში, მისმა თანამებრძოლებმა მისი ცხედარი თბილისში გადმოასვენეს. თბილისში არის გენო ადამიას სახელობის ქუჩა. გენერალ–მაიორი(8 მარტი 1993 წელი). საქართველოს ეროვნული გმირი. (2020 წლის 22 სექტემბერი).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.48; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.39-139; უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.40-41

Awards and Honors

  • 2020 - საქართველოს ეროვნული გმირი
  • 1994 - ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)
  • 1993 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი

Share: