The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გურამ ღლონტი

გურამ ღლონტი
Other name:გური
Date of birth:20 September, 1943  (80 years)
Category:Painter

Biography

დაბადების ადგილი: ქ. მახარაძე(ახლანდელი ქ. ოზურგეთი).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის განყოფილება 1970 წელს.

1970-2012წწ. მუშაობდა საბავშვო გამომცემლობა "ნაკადული"-ს მთავარ მხატვრად; მხატვრულად გაფორმებული აქვს 300-ზე მეტი დასახელების ქართული და უცხოური მხატვრული ლიტერატურა. 1974-1975წწ., 11978, 1985-1987წწ. მუშაობდა მხატვართა სახლ "სენეჟი"-ს(რუსეთი) შემოქმედებით ჯგუფში; 1975 წელს იყო ქ. გორში ჩატარებული ახალგაზრდა მხატვართა და ხელოვნებათმცოდნეთა პირველი რესპუბლიკური სემინარის გრაფიკის სექციის ხელმძღვანელი; 1995-2005წწ. ი. ნიკოლაძის, ე. შერვაშიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის სპეციალობის პედაგოგი; 1976 წელს მონაწილეობდა გერმანიაში ჩატარებულ დიდ საერთაშორისო გამოფენა-სემინარში "Intergrafik 76". მისი ნამუშევრები დაცულია: საქართველოს სახელმწიფო სურათების გალერეაში, ქ. ქუთაისის სურათების გალერეაში, პოლონეთის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, გერმანიაში - პროფ. პეტერ ლუდვიგის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში; მოსკოვის: ტრეტიაკოვის სახელმწიფო გალერეაში, პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, საფრანგეთის, გერმანიის; თურქეთის, აშშ-ის, რუსეთის, უკრაინის, საბერძნეთის, აზერბაიჯანის და სხვა ქვეყნების კერძო კოლექციებში. 1960-1961წწ. დასახელებული იყო საქართველოს ფეხბურთელთა ახალგაზრდული ნაკრების წევრად.

Member of Organizations

  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (1974-)
  • საქართველოს მხატვართა კავშირის გამგეობა, წევრი (1977-1987)
  • სსრკ მხატვართა კავშირი, წევრი (1974-1991)

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული მხატვარი

Bibliography

Contacts Information

  • Home
    Address:ს. ჩიქოვანის ქ. N31
    Phone:593 41 57 10; 2 33 71 61
    E-mail:

Share: