შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ ღლონტი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. მახარაძე(ახლანდელი ქ. ოზურგეთი). დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის განყოფილება 1970 წელს. 1970-2012წწ. მუშაობდა საბავშვო გამომცემლობა "ნაკადული"-ს მთავარ მხატვრად; მხატვრულად გაფორმებული აქვს 300-ზე მეტი დასახელების ქართული და უცხოური მხატვრული ლიტერატურა. 1974-1975წწ., 11978, 1985-1987წწ. მუშაობდა მხატვართა სახლ "სენეჟი"-ს(რუსეთი) შემოქმედებით ჯგუფში; 1975 წელს იყო ქ. გორში ჩატარებული ახალგაზრდა მხატვართა და ხელოვნებათმცოდნეთა პირველი რესპუბლიკური სემინარის გრაფიკის სექციის ხელმძღვანელი; 1995-2005წწ. ი. ნიკოლაძის, ე. შერვაშიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის სპეციალობის პედაგოგი; 1976 წელს მონაწილეობდა გერმანიაში ჩატარებულ დიდ საერთაშორისო გამოფენა-სემინარში "Intergrafik 76". მისი ნამუშევრები დაცულია: საქართველოს სახელმწიფო სურათების გალერეაში, ქ. ქუთაისის სურათების გალერეაში, პოლონეთის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, გერმანიაში - პროფ. პეტერ ლუდვიგის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში; მოსკოვის: ტრეტიაკოვის სახელმწიფო გალერეაში, პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, საფრანგეთის, გერმანიის; თურქეთის, აშშ-ის, რუსეთის, უკრაინის, საბერძნეთის, აზერბაიჯანის და სხვა ქვეყნების კერძო კოლექციებში. 1960-1961წწ. დასახელებული იყო საქართველოს ფეხბურთელთა ახალგაზრდული ნაკრების წევრად. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
საკონტაქტო ინფორმაცია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |