Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი შარვაშიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1984 წელს; თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი დოქტორის აკადემიური ხარისხით განათლების მართვის მიმართულებით 2006 წელს. 1983-1993წწ. თბილისის მე-6 გიმნაზია, მასწავლებელი; 1988-1989წწ. საქართველოს განათლების სამინისტრო, მინისტრის თანაშემწე; 1989-1990წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1990 წელს სამხრეთ მილუოქის სკოლა (South milwaukee High School, WI, USA), ვისკონსინის შტატი, აშშ, გაცვლითი მასწავლებელი; 1991-1994წწ. საქართველოს განათლების სამინისტრო, საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი; 1994-1996წწ. საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე; 1996-2000წწ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მინისტრის პირველი მოადგილე; 2001-2003წწ. უმაღლესი განათლების რეფორმის პროექტი (COE,OSI), საერთაშორისო ჯგუფის ხელმძღვანელი; 2002-2003წწ. განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი (EPPM), თბილისი, პრეზიდენტი; 2003-2004წწ. ღია საზოგადოების ინსტიტუტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი, პროგრამის უფროსი მენეჯერი; 2004-2013წწ. ღია საზოგადოების ინსტიტუტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი, კადემიური მხარდაჭერის პროგრამა (AFP), დირექტორი; 2013 -2016 წწ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე; 2016-2022წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი; 2023 წლიდან საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში. წყარო: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: old.tsu.ge Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |