The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი შარვაშიძე

გიორგი შარვაშიძე
დაბადების თარიღი:25 აპრილი, 1963  (61 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1984 წელს; თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი დოქტორის აკადემიური ხარისხით განათლების მართვის მიმართულებით 2006 წელს.

1983-1993წწ. თბილისის მე-6 გიმნაზია, მასწავლებელი; 1988-1989წწ. საქართველოს განათლების სამინისტრო, მინისტრის თანაშემწე; 1989-1990წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1990 წელს სამხრეთ მილუოქის სკოლა (South milwaukee High School, WI, USA), ვისკონსინის შტატი, აშშ, გაცვლითი მასწავლებელი; 1991-1994წწ. საქართველოს განათლების სამინისტრო, საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი; 1994-1996წწ. საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე; 1996-2000წწ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მინისტრის პირველი მოადგილე; 2001-2003წწ. უმაღლესი განათლების რეფორმის პროექტი (COE,OSI), საერთაშორისო ჯგუფის ხელმძღვანელი; 2002-2003წწ. განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი (EPPM), თბილისი, პრეზიდენტი; 2003-2004წწ. ღია საზოგადოების ინსტიტუტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი, პროგრამის უფროსი მენეჯერი; 2004-2013წწ. ღია საზოგადოების ინსტიტუტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი, კადემიური მხარდაჭერის პროგრამა (AFP), დირექტორი; 2013 -2016 წწ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე; 2016-2022წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი; 2023 წლიდან საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში.

წყარო: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: old.tsu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "ბუნების მსოფლიო ფონდის" ბიულეტინი (WWF Bulletin) სარედაქციო საბჭო, წევრი (1993-1996)
  • ადამიანური რესურსების განვითარების ცენტრი (UNDP/ETF) , საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი (1996-2000)
  • ბოლონიის პროცესის განხორციელების ჯგუფი, მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარე (2015-)
  • გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) საქართველოს ეროვნული კომისი, წევრი (1998-)
  • განათლების ევროპული ფონდი (ETF), საკონსულტაციო ფორუმი, წევრი (1995-2000)
  • საქართველოს კვლევებისა და ინოვაციების საბჭო, წევრი (2015-)
  • უმაღლესი განათლების რეფორმები (HERE), ექსპერტი (2015-)
  • შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, საერთაშორისო სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე (2015-)

გააზიარე: