The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნოდარ კერესელიძე

ნოდარ კერესელიძე
Date of birth:16 June, 1982  (41 years)
Category:Financier, Lawyer, Public official

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ზაარლანდის უნივერსიტეტი, ზაარბრიუკენი, გერმანია, გერმანული სამართლის და ევროკავშირის სამართლის კურსები 2002 წელს;  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 2004 წელს; იმავე უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობების ფაკულტეტი, იურისტის კვალიფიკაციით; დუნაის უნივერსიტეტი, კრემსი, ავსტრია, ევროპული სწავლების მაგისტრი, სპეციალიზაცია ევროკავშირის სამართალი, პოლიტიკა და ბიზნესი 2006 წელს; მასაჩუსეტსის უნივერსიტეტი, ამჰერსტი, აშშ, საჯარო პოლტიკისა და ადმინისტრირების მაგისტრი 2014 წელს.

2004-2005წწ. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საპარლამენტო სტაჟორი; 2005 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების სამმართველოს ატაშე; 2006-2007წწ. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველთა საბჭოს მკვლევარი; 2007-2008წწ. ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაცია (EPLO), ათენი, საბერძნეთი, მკვლევარი; 2007-2008წწ. კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამების დირექტორი, ასისტენტ პროფესორი; 2008-2009წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი; 2009 წელს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მარკეტინგული კვლევისა და სტრატეგიული განვითარების სამმართველოს უფროსი; 2009-2012წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი; 2013 წელს მაკკეინის ინსტიტუტის საერთაშორისო მკვლევარი, ვაშინგტონი, აშშ;  2013-2014წწ. მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის მკვლევარი, ამჰერსტი, აშშ; 2014 წელს საქართველოს სოფლის მეურნოების მინისტრის მოადგილე; 2014-2019წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი  მოადგილე.

Awards and Honors

  • 2010 - ღირსების ორდენი

Share: