The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ადარნასე II

Date of birth:8??
Date of death:9??
Category:Nobleman, Royalty

Biography

ადარნასე II იყო ქართველთა მეფე 888–923 წლებში, ტაო–კლარჯეთის სამეფოს გამგებელი. დავით II კურაპალატის ძე, ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა ტაოს შტოს შთამომავალი. ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შორის გაჩაღებულ შინაფეოდალურ ომში დავით I კურაპალატის დაღუპვის შემდეგ, 881 წელს სამთავროს გამგებლობა ადარნასე II-ის ხელში გადავიდა. დავითის მკვლელმა ნასრა გვარამ მამფალის ძემ, 888 წელს  აფხაზთა მეფის ბაგრატის დახმარებით სცადა ტაო-კლარჯეთის სამფლობელოების დაბრუნება, მაგრამ ადარნასე II-მ და მისმა მომხრეებმა დაამარცხეს. ამ დროიდან დაიწყო ადარნასე II-ის გაძლიერება. ბაგრატიონთა შორის მან პირველმა მიიღო "ქართველთა მეფის" ტიტული 888 წელს. ადარნასე II იბრძოდა საქართველოს გაერთიანებისათვის. მას მხარს უჭერდნენ სომხეთის(შირაქის) მეფეები. 891 წელს ადარნასე II სომხეთის შინაფეოდალურ ბრძოლებში ჩაერია და ხელი შეუწყო შირაქში სუმბატ აშოტის ძის გამეფებას. 904 წელს ადარნასე II-მ სუმბატის დახმარებით დაამარცხა და ტყვედ ჩაიგდო ქართლში შემოჭრილი აფხაზთა მეფე კონსტანტინე. შემდეგში სუმბატ სომეხთა მეფემ გაათავისუფლა კონსტანტინე, რასაც ყოფილ მოკავშირეებს შორის განხეთქილება მოჰყვა. 907 წელს ადარნასე II მიემხრო სომხეთში შემოჭრილ არაბთა სარდალს აბუ ლ–კასიმს და სუმბატის წინააღმდეგ იბრძოდა. ადარნასე II ეწეოდა კულტურულ-სააღმშენებლო მოღვაწეობას: ააშენა და საეპისკოპოსო საყდრად აქცია ბანას ტაძარი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.50


Share: