შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან დავითაშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1999 წელს; ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი 2001 წელს; მილანის მართვის სწავლებისა და გამოცდილების ცენტრი CESMA) 2002 წელს. 1997–1999წწ. საქართველოს სახელმწიფო დაზღვევისა და ზედამხედველობის სამსახური, სადაზღვევო რეგულაციებისა და სტანდარტების დეპარტამენტის უფროსი; 1999 წელს შემოსავლების სამინისტრო, სოციალური გადასახადების დეპარტამენტის უფროსი; 1999-2001წწ. რესტრუქტურიზაციისა და მართვის დახმარების ცენტრი(CERMA), მთავარი კონსულტანტი; 2002-2007წწ. შპს "წინანდლის ძველი მარანი", გენერალური მენეჯერი; 2007-2009წწ. USAID-ის სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტის Ag Vantage-ის გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერი; 2009-2012წწ. შპს "SCHUCHMANN WINES GEORGIA" -ს გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერი; 2012 წლიდან საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი; 2014 წლიდან საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე; 2017-2022წწ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი; 2022 წლის 9 თებერვლიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად დაინიშნა; 2021 წლის 12 ივლისიდან ვიცე-პრემიერი; 2024 წლის 8 თებერვლიდან პირველი ვიცე-პრემიერი. წყარო: საქართველოს მთავრობა: gov.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |