The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ადარნასე შავლიანი

Date of birth:8??
Date of death:8??
Category:Nobleman, Royalty

Biography

ადარნასე შავლიანი იყო აფხაზთა–დასავლეთ საქართველოს მეფე დაახლოებით  880—887 წლებში. გამეფდა ივანე შავლიანის სიკვდილის შემდგომ. შავლიანთა  მეფობის დროსაც გრძელდებოდა აფხაზთა სამეფოს ბრძოლა  ქართულ სამეფო–სამთავროებს შორის ჰეგემონიისათვის. კერძოდ, როგორც ჩანს, აფხაზთა სამეფო ჩაერია ტაო–კლარჯეთის მმართველებს შორის ბრძოლაში, რომელიც მიმდინარეობდა გუარამ მამფალსა და დავით კურაპალატს შორის, რომელიც ბაგრატ კურაპალატის ვაჟიშვილი იყო, მაგრამ შავლიანთა ბატონობა აფხაზეთის სამეფო ტახტზე დიდხანს არ გაგრძელებულა. ბაგრატი, დემეტრე II აფხაზთა მეფის შვილი, ბიზანტიელთა ჯარით დაბრუნდა უკან, დაამარცხა ადარნასე I, მოკლა იგი და თვითონ დაიკავა სამეფო ტახტი.

ka. wikipedia.org 


Share: