The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ადარნასე

Other name:ადარნერსე
Date of birth:8??
Date of death:8??
Category:Nobleman, Royalty

Biography

ქართლის ერისმთავარი VII საუკუნის II ნახევარში. სტეფანოზ ერისმთავრის ძე. უფლისწულობაში ატარებდა ვიპატოსის ბიზანტიურ საკარისკაცო ტიტულს. ამ ტიტულით იხსენიება იგი მცხეთის ჯვრის ტაძრის აღმოსავლეთ კედლის რელიეფურ გამოსახულებაზე, როგორც ამ ტაძრის ერთ–ერთი ქტიტორი, აგრეთვე მცხეთის ჯვრის ქვაჯვრის ქვარცხლბეკის წარწერაში. VII საუკუნის დამდეგიდან ადარნერსე ქართლის ერისმთავარი იყო. იგი შეცვლილ პოლიტიკურ ვითარებაშიც ცდილობდა გაეტარებინა მამამისის პრობიზანტიური საგარეო და სარწმუნოებრივი გეზი, რამაც  თავისი გამოხატულება პოვა ქართლისა და სომხეთის საეკლესიო განხეთქილებაში. ადარნასე რამდენჯერმე იხსენიება ამ განხეთქილების ისტორიის ამსახველ სომხურ "ეპისტოლეთა წიგნში"(პირველად 606 წელს წერილში) ქართლის სხვა მთავრებს შორის, მაგრამ როგორც ერისმთავარი, ყოველთვის პირველი წერია. VII საუკუნის 10–იან წლებში ადარნასე ირანელებმა გადააყენეს, მაგრამ ამიერკავკასიაში ჰერაკლე კეისრის ლაშქრობების(627–628 წლები) შედეგად მან კვლავ დაიბრუნა ერისმთავრობა. 30–იანი წლების ბოლოს ადარნასეს იხსენიებს სომეხი ისტორიკოსი მოვსეს კალანკატვაცი, როგორც ქართველთა ქვეყნის "დიდად პატივცემულ იშხანს"(მთავარს), რომელსაც ჰერაკლე იმპერატორისაგან სამმაგი პატივი ჰქონდა მინიჭებული. ამ ისტორიკოსის ცნობით, ადარნასეს "მშვიდობის  ურღვევი კავშირი" შეუკრავს ალბანეთის მთავარ ჯავანშირთან, მიუშველებია მისთვის ქართველთა ჯარი, რომლის დახმარებითაც ჯავანსირს გამარჯვება მოუპოვებია ირანელებზე უტის მხარეში.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.49


Share: