შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ადარნასე![]()
ბიოგრაფიაქართლის ერისმთავარი VII საუკუნის II ნახევარში. სტეფანოზ ერისმთავრის ძე. უფლისწულობაში ატარებდა ვიპატოსის ბიზანტიურ საკარისკაცო ტიტულს. ამ ტიტულით იხსენიება იგი მცხეთის ჯვრის ტაძრის აღმოსავლეთ კედლის რელიეფურ გამოსახულებაზე, როგორც ამ ტაძრის ერთ–ერთი ქტიტორი, აგრეთვე მცხეთის ჯვრის ქვაჯვრის ქვარცხლბეკის წარწერაში. VII საუკუნის დამდეგიდან ადარნერსე ქართლის ერისმთავარი იყო. იგი შეცვლილ პოლიტიკურ ვითარებაშიც ცდილობდა გაეტარებინა მამამისის პრობიზანტიური საგარეო და სარწმუნოებრივი გეზი, რამაც თავისი გამოხატულება პოვა ქართლისა და სომხეთის საეკლესიო განხეთქილებაში. ადარნასე რამდენჯერმე იხსენიება ამ განხეთქილების ისტორიის ამსახველ სომხურ "ეპისტოლეთა წიგნში"(პირველად 606 წელს წერილში) ქართლის სხვა მთავრებს შორის, მაგრამ როგორც ერისმთავარი, ყოველთვის პირველი წერია. VII საუკუნის 10–იან წლებში ადარნასე ირანელებმა გადააყენეს, მაგრამ ამიერკავკასიაში ჰერაკლე კეისრის ლაშქრობების(627–628 წლები) შედეგად მან კვლავ დაიბრუნა ერისმთავრობა. 30–იანი წლების ბოლოს ადარნასეს იხსენიებს სომეხი ისტორიკოსი მოვსეს კალანკატვაცი, როგორც ქართველთა ქვეყნის "დიდად პატივცემულ იშხანს"(მთავარს), რომელსაც ჰერაკლე იმპერატორისაგან სამმაგი პატივი ჰქონდა მინიჭებული. ამ ისტორიკოსის ცნობით, ადარნასეს "მშვიდობის ურღვევი კავშირი" შეუკრავს ალბანეთის მთავარ ჯავანშირთან, მიუშველებია მისთვის ქართველთა ჯარი, რომლის დახმარებითაც ჯავანსირს გამარჯვება მოუპოვებია ირანელებზე უტის მხარეში. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.49
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |