შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ დარასელია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი. დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სასოფლო-სამეურნეო ფაკულტეტი 1928 წელს. 1928-1929წწ. მუშაობდა ოზურგეთის სუბტროპიკული კულტურების ცენტრალურ საცდელ სადგურში დირექტორად; 1930-1974წწ. ანასეულის ჩაისა და სუტროპიკული კულტურების საკავშირო სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტის ნიადაგმცოდნეობისა და მელიორაციის განყოფილების გამგედ; 1976-1988წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სოფლის მეურნეობის მეცნიერული პრობლემების განყოფილების აკადემიკოს–მდივანი; დაამუშავა ნიადაგის ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებები, ჩამორეცხილი ნიადაგის ნაყოფიერების აღდგენის საკითხები; შეისწავლა საქართველოს ეწერი და წითელმიწა ნიადაგები; აგრონომი, ნიადაგმცოდნე, გეოლოგიური–მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1947), პროფესორი (1949). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.317 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |