შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თენგიზ შერგელაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტი, სპეციალობა: სამართლისმცოდნეობა 1998 წელს და ამავე უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 2000 წელს. 1998-1999წწ. საინფორმაციო სააგენტო "სარკე", ანალიტიკოსი; 1999-2000წწ. საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია, პროგრამის დირექტორი; 2001 წელს USAID-ურბანული ინსტიტუტი, პროგრამის კონსულტანტი; 2001-2004წწ. გაეროს განვითარების პროგრამის, მსოფლიო ბანკის და ღია საზოგადოების ინსტიტუტის ერთობლივი პროგრამისკონსულტანტი, მომხსენებელი, სტრატეგიული განაცხადების დოკუმენტების ავტორი; 2007 -2008წწ. საქართველოს პარლამენტი, ფრაქცია "დემოკრატიული ფრონტი", ექსპერტი; 2002 წლიდან საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ლექტორი; 2009 წლიდან ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი; 2010 წლიდან ევროპული ინიციატივა–ლიბერალური აკადემია, თბილისი, ანალიტიკოსი; 2012 წლიდან საქართველოს განვითარების კვლევის ინსტიტუტი, ეკონომიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, სოფლის მეურნეობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ადგილობრივი თვითმმართველობის ჯგუფის ხელმძღვანელი; 2012 წლიდან პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" პროგრამის შემუშავების სარედაქციო ჯგუფის წევრი; 2012-2014წწ. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე; 2014-2016წწ. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე. წყარო: საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ვებ-გვერდი: economists.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |