შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ადეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ყუმური, ვანის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1950 წელს. 1950 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკური ეკონომიის კათედრის ასპირანტი, ასისტენტი, უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, პროფესორი. 1976–1978 წლებში იყო საქართველოს პროფესიულ–ტექნიკური განათლების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, 1986 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკური ეკონომიის კათედრის გამგე. მისი კვლევის ძირითადი სფერო იყო პოლიტიკური ეკონომიის შრომითი რესურსების ფორმირებისა და რაციონალური დასაქმების, განათლების ეკონომიკის სპეციალისტთა კადრების მომზადებისა და პროგნოზირების, დემოგრაფიის პრობლემები. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი(1973), პროფესორი(1974). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.51; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.209 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |