Login |
|
|
English Georgian |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნოდარ ხადური
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1996 წელს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის ასპირანტურა 1999 წელს. 1987-1988წწ., 1990-1992წწ. საწარმოო გაერთიანება ჩარხმშენებელი; 1996-1997წწ. საქართველოს ეკონომიკის მინისტრის თანაშემწე; სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციათა კურსს კავკასიის უნივერსიტეტში, საქართველოს უნივერსიტეტში, ზ. ჟვანიას სახელობის საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში; 1997-1998წწ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მრჩეველი, აპარატის უფროსი, შიდა ქართლის სამხარეო-საფინანსო ადმინისტრაციის უფროსი; 1999 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლექტორი; 1999-2000წწ. საქართველოს ეკონომიკის მინისტრის აპარატის უფროსი; 2003-2004წწ. საქართველოს პარლამენტის გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტის აპარატის უფროსი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, საპარლამენტო მდივანი; 2004-2005წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 2004-2008წწ. გაეროს განვითარების პროგრამის(UNDP) ეროვნული კონსულტანტი; 2006 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, პროფესორი, მაკროეკონომიკის კათედრის ხელმძღვანელი; 2012 წელს საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: პოლიტიკური ბლოკი "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2012-2016წწ. საქართველოს ფინანსთა მინისტრი; 2016-2019წწ. კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე. არის 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომლებიც გამოქვეყნებულია აშშ-ში, უნგრეთში, ბულგარეთში, შვედეთში, რუსეთის ფედერაციაში, აზერბაიჯანში. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი. სადისერტაციო თემა - "მაკროეკონომიკური პოლიტიკის ფორმირების თავისებურებანი პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის პირობებში საქართველოს მაგალითზე", დაცივა 2002 წელს. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.401 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |