The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით ავაზაშვილი

დავით ავაზაშვილი
Date of birth:16 September, 1911
Date of death:20 March, 1984  (at 72 years)
Category:Mathematician, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ყვარელი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1937 წელს.

1944-1949წწ. მუშაობდა თბილისის ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე; 1950-1959წწ. - თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტში უმაღლესი მათემატიკის კათედრაზე - 1957 წლამდე დოცენტის თანამდებობაზე, 1957-1959წწ. - ამავე კათედრის გამგედ; 1964-1984წწ. - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის უმაღლესი მათემატიკის კათედრის გამგე იყო. იგი კომპლექსური ცვლადის ფუნქციათა თეორიის მეთოდების გამოყენებით იკვლევდა ბრტყელი დრეკადობის თეორიის და პოტენციალთა თეორიის სასაზღვრო ამოცანებს. ასევე, იკვლევდა სივრცული დიფრაქციის თეორიის სასაზღვრო ამოცანებს. მნიშვნელოვანი შედეგები აქვს მიღებული სტაციონარული ელექტრომაგნიტური რხევის სასაზღვრო ამოცანების შესწავლისას; გამოიკვლია ელექტრომაგნიტური სინუსოიდალური ტალღის დიფრაქციის სასაზღვრო ამოცანა სამგანზომილებიან სივრცეში ნებისმიერი ლიაპუნოვის ზედაპირის გარშემო. ამის გარდა, რხევის განტოლებისათის სამგანზომილებიან სივრცეში მან დაამტკიცა გამოსხივების პრინციპი და ნახევარსივრცეში შეისწავლა ელექტროდინამიკის პირველი ძირითადი სასაზღვრო ამოცანა. მის მიერ მიღებული შედეგები შესულია ისეთ ცნობილ გამოცემებში, როგორიცაა: ვ. სმირნოვის მრავალტომეული, "უმაღლესი მათემატიკის კურსი" (1941, ტომი IV), ნ. მუსხელიშვილის "სინგულარული ინტეგრალური განტოლებები" (1946), ა. სოკოლნიკოვის "დრეკადობის მათემატიკური თეორია" (1946). ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1958), პროფესორი (1959).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.1.-თბ., 1975. -გვ.114; საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.180

Awards and Honors

  • 1967 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • საპატიო ნიშნის ორდენი

Bibliography


Share: